ბოლო დღეების განმავლობაში, დახლებზე
მომხმარებელს პური გაძვირებული დახვდა. საქართველოში პურის ფასი 15-20
თეთრით გაიზარდა.მაღაზიებში გვეუბნებიან, რომ ფასების
მომატება ზაფხულიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
ფასი გაზრდილია სხვადასხვა ხარისხის ფქვილზეც. მაღაზიებში ამბობენ,
რომ ღირებულება თითქმის ყოველდღიურად იცვლება ნედლეულზე. შეძენა და
შემოტანა მათაც გაძვირებული ტარიფით უწევთ.
პურის ფასის მატებაზე საუბრობენ ადგილობრივებიც. მათი თქმით, პური
თითოეული ოჯახისთვის ძირითადი საკვები საშუალებაა და მომატებული
ღირებულების გადახდა დღითიდღე უჭირთ.
Iset-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანის ეკონომისტის განცხადებით,
პურზე ფასის მატების ძირითადი მიზეზი ის არის , რომ ძირითადმა
მომწოდებელმა რუსეთმა შეზღუდვები დააწესა ხორბლის ექსპორტზე. სალომე
გელაშვილის თქმით სოციალური ფონის გათვალისწინებით, ნებისმიერი
ცვლილება საკვებზ პროდუქტებზე, მძიმებდ აისახება მოსახლეობაზე.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებს.
მისი შეფასებით, არ არის გამორიცხული სამომავლოდ ქვეყნაში პური კიდევ
გაძვირდეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.