საზოგადოება
სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ აუქციონზე მესამედ გამოდის
სს „საპარტნიორო ფონდს“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ საჯარო აუქციონზე მესამედ გამოაქვს, წინა ორი აუქციონი უშედეგოდ დასრულდა, ამჯერად აუქციონის საწყისი ფასი 13 მილიონ 523 ათასით მცირდება პირველი აუქციონი 2019 წლის ნოემბერში ჩატარდა და საწყისი ღირებულება - 37 565 408 აშშ დოლარი იყო, მეორე აუქციონზე კი, რომელიც 2020 წლის 4 სექტემბერს გაიმართა, სასტუმროს საწყისი ფასი 30 052 326 აშშ დოლარით განისაზღვრა.ინფორმაცია ამის შესახებ განთავსებულია ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge

როგორც „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აუქციონი 2021 წლის 2 აგვისტოს გაიმართება.
,,სს „საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონს აცხადებს.
„საპარტნიორო ფონდი“ პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობს სასტუმროს აქტივების 10-წლიან აღნაგობა/იჯარას, შესყიდვის უფლებასთან ერთად. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 24 041 861 აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ ეს წარმოადგენს მხოლოდ შესყიდვის შემთხვევაში გადასახდელ თანხას და არა - იჯარის ან აღნაგობის საფასურს. იჯარის და აღნაგობის წლიური ქირა/საფასურია აუქციონში დაფიქსირებული შესყიდვის ფასის 8%.
აუქციონის პირობების გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უკვე დღეიდან შეეძლება ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, აუქციონის განაცხადის ნომერი: 117207RBS72121821, ლოტის ნომერი: 721218, აუქციონის ნომერი: 117207.
დეტალურ ინფორმაციას „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პოტენციური ინვესტორებისთვის მომზადებული აუქციონის პირობები მოიცავს. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ კუთვნილებაში 156600.00 კვ.მ მიწის ფართობი და სასტუმროს შენობა-ნაგებობები შედის. „საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში რჩება მიმდებარე მიწის ნაკვეთი - 234425.00 კვ.მ, მისი შემდგომი განვითარების მიზნით, ფონდი მზადაა, ინვესტორების დაინტერესების შემთხვევაში, საინვესტიციო პროექტები განიხილოს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ტერიტორიას ესაზღვრება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული „რომანოვების სასახლე“ და 8 ჰა-მდე ისტორიული პარკი, სადაც რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესის დასრულებისთანავე იგეგმება მასშტაბური სამუზეუმო კომპლექსის შექმნა.

საჯარო აუქციონი 2021 წლის 2 აგვისტოს, 14:00 საათზე, „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში გაიმართება. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ ახალი მესაკუთრე ან მოიჯარე აუქციონის წესით გამოვლინდება.
შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლობელია, ხოლო მოცემული საჯარო აუქციონი რიგით მესამეა. 2019-2020 წლებში გამოცხადებული აუქციონები ვერ შედგა მონაწილეების არარსებობის გამო.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ „საპარტნიორო ფონდს“ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
„საპარტნიორო ფონდი“ „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იან წილს 2018 წლის ზაფხულიდან ფლობს.





Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.