გაზეთმა „ბორჯომმა“ დაარსებიდან 90 წლის იუბილე აღნიშნა (R)
გაზეთმა "ბორჯომმა" დაარსებიდან 90
წლის იუბილე აღნიშნა. გამოცემის იუბილესთან დაკავშირებით სამუსიკო
სკოლაში გაზეთის არქივი, ფოტოები და მიღებული ჯილდოები
გამოიფინა.
ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის
რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილე დავით ლომიძე,
ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, სამხარეო
ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის
სამსახურის ხელმღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე, მერის მოადგილე იოსებ
რაზმაძე, გამოცემის ღვაწლმოსილი კორესპონდენტები და სარედაქციო
კოლეგიის წევრები ესწრებოდნენ.
გაზეთის იუბილესთან დაკავშირებით რედაქტორს ვალერიან ლომიძეს
საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითმა კავშირმა, პუბლიცისტიკის
განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სერგეი მესხის
სახელობის პრემია მიანიჭა.
გაზეთის რედაქტორმა ღვაწლმოსილი ჟურნალისტები, შტატგარეშე
კორესპონდენტები და ფოსტის თანამშრომლები მადლობის სიგელებით
დააჯილდოვა.