ცნობილი ქართველი ფოტოგრაფები და ბლოგერები ბორჯომში ისტორიულ პარკს ესტუმრნენ
19:55 / 16.07.2021
ბორჯომში დღეს ქართველი ფოტოგრაფების
და ბლოგერების 5 დღიანი ტური დასრულდა. სამცხე-ჯავახეთში მათ
ტურისტული ადგილები მოინახულეს. მოგზაურობა ნინოწმინდის ტბებით
დაიწყო, შემდეგ ასპინძას ესტუმრნენ.ტური ახალციხესა და ადიგენში
გაგრძელდა, ესტუმრნენ ციხეებს, დააგემოვნეს მესხური კერძები და
გაეცნენ იქაურ ტრადიციებს. საინფორმაციო ტური ბორჯომში დაასრულეს.
ცნობილი ქართველი ფოტოგრაფები და ბლოგერები ბორჯომში თავდაპირველად
ცენტრალურ ისტორიულ პარკს ესტუმრნენ. ასევე, ფოტოები გადაიღეს პლატოს
ტერიტორიაზე, შემდეგ კი იჯომარდეს.
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია
სამომავლოდ სამთო ტურების ორგანიზებასაც გეგმავს რეგიონში. მათი
მიზანია, მთის კურორტების პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოებისთვის
გაცნობა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.