საზოგადოება
„მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და „კავკასია“ 24 საათით მაუწყებლობას წყვეტენ
„მთავარი არხი“, „ტვ პირველი“,
„ფორმულა“ და „კავკასია“ 24 საათით მაუწყებლობას წყვეტენ.
მათი მთავარი მოთხოვნებია, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯოს ყველა,
ვინც 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ იძალადა.
ამ დროისათვის მაყურებელს ტელეეკრანებზე სწორედ 5 ივლისს დაშავებული
ჟურნალისტებისა და ოპერატორების ჩამონათვალისა და ამ მოთხოვნების
ნახვა შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ
5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პრაიდის წინააღმდეგ
შეკრებილმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს პარლამენტის მიმდებარე
ტერიტორია, სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსა და
ოპერატორებს. ლექსო ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და
ოპერაცია დასჭირდა. იგი კლინიკიდან 8 ივლისს გაწერეს.
“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული
აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი
21 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36
პირი, მათ შორის 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.
გააზიარეთ :