დაპირისპირება პარლამენტში
დაპირისპირება პარლამენტში,
საკანონმდებლო ორგანოში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სხდომათა
დარბაზში, მედიის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები
შევიდნენ.
ისინი დეპუტატებს რიგგარეშე სხდომის
ჩატარების უფლებას არ აძლევენ.
მათი გაღიზიანება პარლამენტის შენობაში შესასვლელად რამდენიმე
ჟურნალისტისთვის საშვის დაშვებაზე უარის თქმამ გამოიწვია.
დაპირისპირება მოხდა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერ გიორგი ვაშაძესა
და „ქართული ოცნების“ წევრ ვიქტორ ჯაფარიძეს შორის. რის შემდეგაც
პარლამენტის მანდატურებმა ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან მედიის სხვა წარმომადგენლებიც
დგანან რომლებსაც შიგნით არ უშვებენ.
მანდატურის სამსახურმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა
დარბაზი დაატოვებინა.
„დარბაზი ჯერ დაგატოვებინეს თქვენ, მედიას, ბოლო საზოგადოებრივი
მაუწყებელი გაიყვანეს, შემდგეგ ძალადობრივად გამოგვათრიეს დარბაზიდან,
იმიტომ, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც იძალადებს ყველაზე და
ყველაფერზე, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება. რა თქმა უნდა, ეს
დარღვევაა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა
თინა ბოკუჩავამ.