საზოგადოება
ომბუდსმენი რამდენიმე პუნქტად აყალიბებს 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკვირვებას
ომბუდსმენი რამდენიმე პუნქტად აყალიბებს 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკვირვებას
"ძალადობისთვის ცალკეული პირების დაკავების შესახებ ცნობების გარდა, საზოგადოებას დღემდე არა აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია ხედავს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო განვითარებულ მოვლენებში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ნიშნებს";
• "არაფერია ნათქვამი იმაზე, იძიებს თუ არა საგამოძიებო უწყებები ამ ძალადობრივი მოვლენების შესაძლო ორგანიზების მიმართულებას";
• "ძალადობისკენ არაერთი მოწოდება გაისმა უშუალოდ 5-6 ივლისსაც, მათ შორის, სასულიერო პირების მხრიდან";
• "მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებები წინასწარ იყო განჭვრეტადი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გაატარა ეფექტური პრევენციული ღონისძიებები ძალადობის თავიდან არიდების მიზნით, ხოლო დანაშაულებრივ ფაქტებზე დღემდე არ მოახდინა სრულფასოვანი და ადეკვატური რეაგირება".

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ განაგრძობს 5 და 6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებული გამოძიების მონიტორინგს, დამატებით დეტალურად გაანალიზებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებებს და საზოგადოებას წარმოუდგენს შეფასების შედეგებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოითხოვს საგამოძიებო ორგანოებმა უმოკლეს ვადაში გამოავლინონ ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებებზე მთავარი პასუხისმგებელი პირები და დაიწყონ მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. სახალხო დამცველი გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების შესაძლო ნიშნები იკვეთება.

"ძალადობრივი მოვლენების მასშტაბურობა, ქმედებების ინტენსიურობა და სიმძიმე, ძალადობის ჯგუფური ხასიათი, კონკრეტული პირების მოწოდებები, დაზარალებულ მოქალაქეთა და მოძალადე პირთა რაოდენობა, ცალსახად მიუთითებს, რომ სახეზეა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების შესაძლო ნიშნები. შესაბამისად, გამოძიება სხვა მუხლებთან ერთად, უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება და სხვა", - ვკითხულობთ განცხადებაში.


წყარო ,,რადიო თავისუფლება"


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.