საზოგადოება
ძალადობრივი ფაქტები არც მთავრობის და არც ეკლესისის ინტერესებში არ იყო -ირაკლი ღარიბაშვილმა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა:
აღნიშნული ძალადობრივი ფაქტები არც მთავრობის და არც ეკლესისის ინტერესებში არ იყო, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის და ერთი რევანშისტული ძალის ინტერესებში.
შეიძლება ითქვას, სავსებით თავისუფლად, რომ ეს იყო რუსეთის ინტერესებშიც,
მისივე თქმით, მომხდარზე ხელისუფლების მხრიდან კომპრომისი არ იქნება.

„პოლიციამ დააკავა მოძალადეები. არავითარი კომპრომისი ჩვენი მხრიდან არ იქნება. ყველა მოძალადეს ვაგებინებთ პასუხს და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. მოგეხსენებათ, მეორე დღეს, როცა არსებოდა რისკი მომხდარიყო დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკება, პოლიციამ მაღალ დონეზე იმუშავა და 100 პირი იქნა დაკავებული. 5 ივლისს 3500-მდე პოლიციელი იყო მთელ ქალაქში მობილიზებული. მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული ძალადობრივი ფაქტები არც მთავრობის და არც ეკლესისის ინტერესებში არ იყო, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის და ერთი რევანშისტული ძალის ინტერესებში. შეიძლება ითქვას, სავსებით თავისუფლად, რომ ეს იყო რუსეთის ინტერესებშიც, რომ მოხდეს ეროვნული განხეთქილების შემოტანა, ისედაც დაყოფილი საზოგადოების ხელახლა დახლეჩვა და თუნდაც ევროპული ფასეულობების არასწორი ფორმით ჩვენება და დისკრედიტაცია.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგად ესმით ჩვენს ოპონენტებს, მაგრამ ისინი გამიზნულად აკეთებენ იმას, რაც არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სრული კონტროლი სიტუაციაზე. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ოპოზიციური მედიის წარმომადგენელი, აქვს უფლება შეიკრიბოს, გამოხატოს საკუთარი აზრი კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი მცდელობა, გასცდეს მათი ქმედება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს, იქნება მაქსიმალური სიმკაცრით აღვკეთილი. კანონისა და სახელმწიფოს სახელით
ყველა დაისჯელება უმკაცრესად, ვინც გასცდება კანონსა და კონსტიუციის ფარგლებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო www.interpressnews.ge


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.