მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ დღესაც გაიმართება.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ დღესაც გაიმართება.
აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას ვადა ხვალ 12 საათამდე მისცეს
იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება მთავრობის გადადგომის შესახბ.
წინააღმდეგ შემთხვევაში იგეგმება უწყვეტი აქციები ამ მოთხოვნის
შესრულებამდე.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პრაიდის
წინააღმდეგ შეკრებილმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს პარლამენტის
მიმდებარე ტერიტორია, სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ლექსო ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა
მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა. იგი კლინიკიდან 8 ივლისს გაწერეს.
მედია ორგანიზაციების ორგანიზებით პარლამენტთან საპროტესტო აქცია
გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.