საზოგადოება
აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას ვადა ხვალ 12 საათამდე მისცეს იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება მთავრობის გადადგომის შესახბ
აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას ვადა ხვალ 12 საათამდე მისცეს იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება მთავრობის გადადგომის შესახბ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგეგმება უწყვეტი აქციები ამ მოთხოვნის შესრულებამდე. სატელევიზიო არხები აპირებენ უარი თქვან მოთხოვნის შესრულებამდე გააშუქონ სხვა ამბები, რომელიც დღეს დილას გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან და 5-6 ივლისს თბილისში მომხდარ ძალადობასთან არ არის დააკავშირებული.

თბილისში, პარლამენტთან მედიის სოლიდარობისთვის გამართული აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან - აქციის მოთხოვნაა გადადგეს მთავრობა სრული შემადგენლობით და დაისაჯოს ყველა პირი, ვინც 5 ივლისს მედიაზე თავდასხმას უწევდა ორგანიზებას ან ამ ძალადობაში მონაწილეობდა.

"ჩვენ მივეცით ხელისუფლებას ვადა - ხვალ 12 საათამდე. ჩვენთვის მისაღები გადაწყვეტილება ერთადერთია: მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით და სუს-ის ხელმძღვანელის ლილუაშვილის გადადგომა. ეს მოთხოვნა თუ არ იქნება შესრულებული, ხვალ ვიკრიბებით 6 საათზე ისევ აქ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და მთავარი არხის ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ.
წყარო ,,რადიო თავისუფლება"
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.