მიმდინარე მოვლენებს პარტია "ქართული ოცნება" ამ დრომდე არ გამოხმაურებია
მიმდინარე მოვლენებს პარტია "ქართული
ოცნება" ამ დრომდე არ გამოხმაურებია.
მედიის წარმომადგენლები დღეს დილიდან "ქართული ოცნების" ცენტრალურ
ოფისთან იმყოფებიან,
სადაც უმრავლესობის დეპუტატები 15:00 საათისათვის ჩანიშნულ სხდომაზე
შეიკრიბნენ, თუმცა არც უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე და არც
დასრულების შემდეგ მედიასთან განცხადება არ გაკეთებულა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიფინგის გამართვა ან სხვა
ფორმატით ჟურნალისტებთან შეხვედრა დღეს დაგეგმილი არ
არის.