თბილისში პარლასმენტთან აქცია მიმდინარეობს, შეკრებილები მოითხოვენ მთავრობის გადადგომას
ამ წუთისთვის თბილისში
პარლასმენტთან აქცია მიმდინარეობს,
სადაც როგორც ჟურნალისტები,
სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები არიან
შეკრებილები. ისინი მოითხოვენ საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და
მთავრობის გადადგომას. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მოძალადე
ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო
ლაშქარავა, დღეს გარდაცვლილი ნახეს.
ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5
ივლისის ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლია, დღეს, 11 ივლისს საკუთარ
სახლში გარდაცვლილი ნახეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით
დაიწყო.
"დღეს ამ ხელისუფლების მოქმედებითაც და უმოქმედობითაც მეტირება მთელი
დღეა. ამ ქვეყნიდან წავიდა დღლილი, მშრომელი, ნაცემი, ნაგვემი,
გულნატკენი ბიჭი. მთელი 9 წელი გვამადლიან, გვაყვედრიან და
სპეკულირებას ეწევიან წინა 9 წლის თარიღებით, რომელიც მათ არ
გადაუტანიათ და მე, იმ წინა 9 წელს დაზარალებული ადამიანი, დღეს
ვამბობ, თქვენ არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ არცერთ თარიღზე
საუბრის. დაკარგეთ ყველანაირი მორალური უფლება. არც გქონდათ, სხვათა
შორის. სულ სპეკულირებდით იმ თარიღებით, რომელიც ჩვენი ზურგით
გადავიტანეთ და მართლა როგორ მოახერხეთ, რომ სცენაზე ვდგავარ და აი,
ამ ბანერის წინ ვარ და მთავრობა უნდა წავიდეს-მეთქი, ამას ვამბობ.
ყოჩაღ ამისთვის", - განაცხადა "ტვ პირველის" პოლიტიკური გადაცემების
წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ.
დღესვე ბრიგინგი გამართა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენის უფროსმა, მამუკა
ჭელიძემ განაცხადა, რომ ოპერატორის გარდაცვალების ერთ–ერთ მიზეზად
ნარკოტიკებით ზედოზირებას განიხილავენ.