ალექსანდრე ლაშქარავას საქმეზე ალტერნატიულ ექპსერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს.
„ტვ პირველის“ გადაწყვეტილებით,
ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას საქმეზე ალტერნატიულ ექპსერტიზას
დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს.
ტელეკომპანიის ინფორაციით, საგამოძიებო მოქმედებებს სამხარაულის
ბიუროში დაესწრება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც, რომელიც
სასამართლოში არხის ინტერესებს იცავს.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში
გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. შსს-ს
ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ
გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე
ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის
ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის
შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის
ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.
წყარო: www.interpressnews.ge