საზოგადოება
კომპანია „ფაიზერი“ გეგმავს, კოვიდ-19-ის მესამე დოზის ავტორიზაციის თხოვნით მიმართოს აშშ-ს მარეგულირებელ ორგანოებს.
კომპანია „ფაიზერი“ გეგმავს, კოვიდ-19-ის მესამე, ეგრეთ წოდებული ბუსტერ დოზის ავტორიზაციის თხოვნით მიმართოს ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელ ორგანოებს.
"Reuters"-ის ცნობით, ამის მიზეზად კომპანია ასახელებს ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ რეინფიცირების რისკის არსებობას და ადვილად გადამდები „დელტა“ ვარიანტის გავრცელებას.

„ფაიზერის“ სამეცნიერო ხელმძღვანელმა, მიქაელ დოლსტენმა თქვა, რომ ვაქცინის ეფექტურობის შემცირების შესახებ ინფორმაცია ისრაელში დაფუძნებულია იმ ადამიანების ვაქცინაციის შესახებ ფაქტებზე, რომლებიც იანვარსა და თებერვალში აიცრნენ. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინის ეფექტურობა როგორც ინფიცირების, ისე სიმპტომური დაავადების პრევენციის მიმართულებით, ივნისში შემცირებულია 64 პროცენტამდე.

”ფაიზერის ვაქცინა ძალიან აქტიურია დელტას ვარიანტის წინააღმდეგ, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ, სავარაუდოდ არსებობს რეინფექციის რისკი, ვინაიდან ანტისხეულების რაოდენობა კლებულობს", - განაცხადა დოლსტენმა ინტერვიუში. მისი თქმით, ისრაელსა და ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, ანტისხეულების შემცირების პირობებშიც კი ვაქცინა მძიმე დაავადების განვითარების წინააღმდეგ ეფექტურია 95 %-ით.

დოლსტენი აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევების ადრეული მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინის მესამე, გამაძლიერებელი დოზის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულების დონე 5-10-ჯერ აღემატება მეორე დოზის შემდეგ წარმოქმნილი ანტისხეულების რაოდენობას. დოლსტენის თანახმად, ვაქცინის ბუსტერ დოზის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებისთვის.

"Reuters"-ის თანახმად, ისრაელში ჩატარებული კვლევის შედეგების გამოქვეყნებას "ფაიზერი" უახლოეს ხანში აპირებს.

წყარო ,,რადიო თავისუფლება"


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.