28 წლის თამუნა ჩადუნელს დახმარება ესაჭიროება
28 წლის თამუნა ჩადუნელს, 2021 წლის
თებერვალში დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი.
ჩაუტარდა ოპერაცია და შემდეგ ქიმიოთერაპიის კურსი, რომელმაც შედეგი
ვერ გამოიღო.
მას ესაჭიროება 25000$-ის ღირებულების მეორე ოპერაცია და შემდგომი
ქიმიოთერაპია. თანხის თითქმის ნახევარი (12000$) უკვე შეგროვებულია,
რომლის წყალობით თამუნა უკვე იმყოფება თურქეთში და 7 ივლისს გაიკეთებს
აღნიშნულ ოპერაციას. მომდევნო 10 დღის განმავლობაში შესაგროვებელი
თანხაა 13000$, რათა მან მოახერხოს კლინიკის დატოვება.
თამუნასა და მის ოჯახს, ახლა, ყველაზე მეტად სჭირდება თითოეული
ჩვენგანის თანადგომა.
სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, პირადი გადარიცხვებითაც
დაეხმაროთ.