პროექტ ,,New - მედია კლუბი მოზარდებისათვის“, გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვეს
16:13 / 01.07.2021
30 ივნისს ნიუ მედია კლუბის წევრები,
მათი მშობლები და მასწავლებლები ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების
ცენტრში ინფორმაციებს იმ აქტივობების შესახებ ისმენდნენ, რაც
სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა პროექტის ფარგლებში
განახორციელა.
პროექტი სახელწოდებით „new მედია კლუბი მოზარდებისთვის” 7 თვის თვის
მანძილზე გრძელდებოდა. მოზარდებმა პროექტის განმავლობაში მიღწეულ
წარმატებებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს.
წარმატებები და გამოწვევები საკმაოდ იყო, 7 თვის წინ ბორჯომელი,
ნინოწმინდელი და ახალციხელი მოზარდები ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ,
ჩამოაყალიბეს ნიუ მედია კლუბი, შექმნეს მოზარდის ბლოგი ,,ჩვენზე და
თქვენზე“ , სადაც ყველა ის მულტიმედიამასალა ქვეყნდებოდა, რასაც
მოზარდი ბლოგერები თვითონ ამზადებდნენ. პროექტის ფარგლებში გამოცხადდა
კონკურსი საუკეთესო მასალების გამოსავლენად.
სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოება გუშინ
გაიმართა.
პროექტს ,, New - მედია კლუბი მოზარდებისათვის“, ,,სამცხე-ჯავახეთის
მედია ცენტრი“ PH international – „სკოლის, საზოგადოების და პოლიციის
თანამშრომლობის პროგრამის „ (SCOPE) ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო
ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს
ფინანსური მხარდაჭერით ახორცილებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.