საზოგადოება
,,ნინოწმინდის პანსიონში ძალადობაზე არაერთი საქმეა აღძრული" - სახალხო დამცველი
"პროკურატურიდან მიღებული
ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში ძალადობაზე არაერთი საქმეა
აღძრული"
- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ "მთავარი
არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" ისაუბრა.
პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით, არაერთი საქმეა აღძრული ბოლო
წლებში და დაწყებულია გამოძიება ძალადობის მუხლებით, სავარაუდოდ
პანსიონის ბენეფიციარების მიმართ. ჩვენ ვაზუსტებთ ახლა დეტალებს,
კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს ძალადობა და ა.შ. უფრო მძიმე
მუხლებითაცაა დაწყებული გამოძიება და მეტ დეტალს ახლა ვერ ვიტყვით, -
ამბობს ნინო ლომჯარია.
მისივე თქმით, სახალხო დამცველს მთავარი პრეტენზიები სახელმწიფოსთან
აქვს, რადგან ბავშვები იმ პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ
იმყოფებიან:
"სახელმწიფო არის მათზე პასუხისმგებელი, მათი უფლებების დაცვაზე
პასუხისმგებელი". სახალხო დამცველი ამ საქმეს ბოლომდე მიყვება და ჩვენ
არათუ შევალთ აქ და განვახირციელებთ მონიტორინგს არამედ მივაღწევთ
იმას, რომ დიდი ზომის ინსტიტუციები საერთოდ საიხურება საქართველოში.
სავარაუდოდ აქვთ რაღაც დასამალი და ამიტომ არ გვიშვებენ. ერთადერთი
პანსიონია, სადაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ჩვენს შესვლას, -
ამბობს ნინო ლომჯარია.
გააზიარეთ :