დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეა
1 ივნისს საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთა სწორის,
წმინდა ნინოს ხსენებას დღესასწაულობს.
ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა
გაიმართება.
წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია
წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის
დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.
რელიგიური სწავლების თანახმად, წმინდა ნინო ვაზის ჯვრით საქართველოში
IV საუკუნეში შემოვიდა, როდესაც ტახტზე მეფე მირიანი და დედოფალი ნანა
იმყოფებოდნენ. წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა
სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.