საზოგადოება
,,ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მაგრამ ღვთის ძალით, ღვთის მადლით ყველაფერი დაიძლევა” - ილია მეორე
რთულ დროს ვცხოვრობთ, მაგრამ ღვთის ძალითა და მადლით ყველაფერი დაიძლევა, უფროსმა თაობამ უნდა გადასცეს ახალ თაობას თავისი გამოცდილება, თავისი საქმე,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას აღნიშნა.
მისი თქმით, დღეს აღევლინა განსაკუთრებული ლოცვა იმისთვის, რომ თაობებს შორის კავშირი იყოს.

,, ქრისტეს მიერ საყვარელნო ჩვენო სულიერო შვილებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ილია წინასწარმეტყველის, წმინდა ილია მართლის დღესასწაულს, ეს ტრადიციული დღესასწაულია. დღეს ჩვენ განსაკუთრებული ლოცვა წარმოვთქვით, რომ იყოს კავშირი თაობათა შორის. უფროსმა თაობამ უნდა გადასცეს ახალ თაობას თავისი გამოცდილება, თავისი საქმე. ახალგაზრდებს ვუსურვებ, რომ პატივი სცენ მამათა თვისთა და დედათა თვისთა, უფროს თაობებს, რათა დღეგრძელნი იყვნენ და კეთილდღეობა სუფევდეს მათთან. ღმერთმა გაგაძლიეროთ. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მაგრამ ღვთის ძალით, ღვთის მადლით ყველაფერი დაიძლევა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, საქართველოს მფარველი და მსოფლიოს მფარველი" , - განაცხადა ილია მეორემ.



"ეს არის ჩვენი განწმენდა, მაგრად იდექით!" - ილია მეორე



"სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს" - ილია მეორე

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.