ახალი ამბები
"ეს არის ჩვენი განწმენდა, მაგრად იდექით!" - ილია მეორე
"მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს" - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა. ქადაგებისას ილია მეორემ აღნიშნა, რომ, როცა ჩვენ ვხვდებით განსაცდელებს, როგორიც ახლაა, უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ამ განსაცდელს მადლიერებით მივიღებთ, უფალი ძალას მოგვცემს რომ გადაგვატანინოს ის.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ბზობას. მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს. დიდება უფალს და მადლობა უფალს! ღმერთი გვაძლევს ჩვენ ძალას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს. უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ბზობა ეს დიდებული დღესასწაულია და მე ვიტყოდი, ეს არის ადამიანის გამოცდა. ადამიანის განწმენდა. როცა ჩვენ ვხვდებით ასეთ განსაცდელებს, როგორიც ახლა არის, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი რომელიც გვაძლევს განსაცდელს, თუ ჩვენ მადლიერებით, მადლობით მივიღებთ ამას, უფალი ძალას მოგვცემს, რომ გადავიტანოთ ეს განსაცდელი. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელის შემდეგ მოდის სიხარული. ღმერთი მოწყალეა, ღმერთი მოგვცემს ჩვენ სიხარულს და ძალას, რომ ავიტანოთ ეს განსაცდელი. გილოცავთ ამ დღესასწაულს, გილოცავთ ამ გამოცდას, გილოცავთ განწმენდას. ეს არის ჩვენი განწმენდა. მაგრად იდექით! აი, სხვები ლაპარაკობენ უცხოეთში ქართველმა ხალხმაო ვაჟკაცურად მიიღოო ეს განსაცდელი. სხვების ლაპარაკი არ გვჭირდება, ჩვენ თვითონ ვიცით, ქართველი ადამიანი ძლიერია სულით. გაგაძლიეროთ უფალმა. უფალმა ძალა მოგცეთ, უფალმა გაკურთხოთ თქვენ“, - ბრძანა პატრიარქმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.