სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა
06 / იანვარი 2023
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისსა და კახეთში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომელი ვ.ფ., რომელმაც 2022 წლის 26 დეკემბერს, ყოფით ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეორე არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ბრალდებული იარაღის გამოყენებით მის მეუღლესა და შვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

უწყებაში განმარტავენ, რომ მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა, უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულ იქნა სსიპ დაცვის პოლიციის თანამშრომელი.

საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტითა და 111, 151-ე მუხლი მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალდება წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ 2023 წლის 3 იანვარს დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი გ.შ., რომელსაც 2023 წლის 2 იანვარს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად ყოფნისას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ასევე სტუმრად მყოფ რ.ტ.-თან, რის შემდეგაც მან დაზარალებულს მუცლის არეში დანის დარტყმით სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა.

საქართველოს პროკურატურამ გ. შ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალდება წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ორივე ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას.

წყარო:interpressnews.ge

დაბა წაღვერში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
29 / დეკემბერი 2022
დაბა წაღვერში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 7 პირი ამხილეს
28 / დეკემბერი 2022
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 7 პირი ამხილეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ნოემბერსა და დეკემბერში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე,
ცოლ-ქმრის  განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
25 / დეკემბერი 2022
ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებისა შედეგად,
ბორჯომში 4 არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 27 წლის კაცია დაკავებული
22 / დეკემბერი 2022
ბორჯომში 4 არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 27 წლის კაცია დაკავებული
ბორჯომის ტყეში, ოთხი არასრულწლოვანი გოგონას მიმართ, გარყვნილი ქმედების ბრალდებით,
ბორჯომში ცოლის დაჭრაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
21 / დეკემბერი 2022
ბორჯომში ცოლის დაჭრაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
20 დეკემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ბორჯომში დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული გიორგი კაბულაშვილის დასკვნითი პროცესი გაიმართა.
საქართველოს პროკურატურამ ახალქალაქში ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
16 / დეკემბერი 2022
საქართველოს პროკურატურამ ახალქალაქში ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ახალქალაქში გენდერის ნიშნით, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, სექსუალური ხასიათის კავშირის იძულებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პოლიციამ საქართველოს ბანკის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
15 / დეკემბერი 2022
პოლიციამ საქართველოს ბანკის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე- საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1999 წელს დაბადებული ი.ჯ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
ბორჯომსა და ახალქალაქში თაღლითობის მცდელობისთვის ორი პირი დააკავეს
09 / დეკემბერი 2022
ბორჯომსა და ახალქალაქში თაღლითობის მცდელობისთვის ორი პირი დააკავეს
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, კორუფციული დანაშაული გამოავლინა და ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა.
უკანონო ტყითსარგებლობის 36 ფაქტი სამცხე-ჯავახეთში
09 / დეკემბერი 2022
უკანონო ტყითსარგებლობის 36 ფაქტი სამცხე-ჯავახეთში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით,
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.