"Fემარუ 37M"-ის მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი
პისტოლეტი, "ეფ-1"-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა,
"რგ-42"-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა, ამფეთქი ფალია და 20
საბრძოლო ვაზნა ამოიღეს
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ
დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან
საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო
მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით,
1964 წელს დაბადებული მ.ს. თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე
დააკავეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს
(საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).