მცირეწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს
მცირეწლოვანზე სექსუალური ძალადობის
ბრალდებით 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით,
დაკავებულს სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ძმიშვილის მიმართ
ედავებიან.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში
მოხდა.
სასამართლომ ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა
შეუფარდა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ
ქმედებას გულისხმობს.