პანკისში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი
კახეთის რეგიონში, ტერორისტული
ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 327- მუხლით მიმდინარეობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხუთივე პირი დღეს, დაახლოებით დილის 6
საათისათვის დააკავეს. დაკავებულები 20-წლამდე ასაკის ახალგაზრდები
არიან.
პანკისის ხეობაში, ქორეთსა და დუისში გამთენიისას, დაახლოებით 06:00
საათზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 ადგილობრივი
დააკავეს.