"ტვ1"-ის ოპერატორის ოჯახის წევრებს გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა
შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით ტელეკომპანია "ტვ1"-ის ოპერატორის ოჯახის წევრებს
გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში
მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და
საერთაშორისო ექსპერტმა.
განცხადებაში ვკითხულობთ:
,,ტელეკომპანია "ტვ1"-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას
გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში,
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით
დაიწყო.
დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპეტიზა, გარდაცვლილის
ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.
ოჯახის წევრებს გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის
სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა,,