ტელეკომპანია "ტვ1"-ის
ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე
ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.
სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას
გულისხმობს.
დაინიშნება შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპეტიზა. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის
მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით
დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და
დაკავებულია 4 პირი.