ახალი ამბები
„ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლებმა უვადო გაფიცვა დაიწყეს
დღეს, 31 მაისს „ბორჯომის“
ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლებმა დილის 6:00 საათიდან მუშაობაზე
უარი თქვეს და ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ.
მათ უვადო გაფიცვა გამოაცხადეს.
მათი მოთხოვნები უცვლელია: უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის
დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და
ხელფასების 25%-ით მომატება, ასევე იძულებაში, ზეწოლასა და შანტაჟში
შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება, ვადიანი
ხელშეკრულებების უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა.
გაფიცულ თანამშრომლებს მიმართა და ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდა
საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში
დასაქმებულთა პროფკავშირების თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ.
ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან
სამართალდამცველები.
გააზიარეთ :