ეკონომიკა
აუდიტის სამსახურმა ასპინძის მუნიციპალიტეტში ხარვეზები გამოავლინა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ასპინძის მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ დაგეგმა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა. ამასთანავე 2018 წელს ვერ უზრუნველყო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება.
აუდიტის სამსახურის ასპინძის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ არაერთი ხარვეზებია გამოვლენილი ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, რაც ასპინძის მერიის მხრიდან არასათანადო კონტროლითაა განპირობებული. ამასთან, უწყების შეფასებით, ასპინძის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო კომისიამ პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია დაუსაბუთებლად მიანიჭა.
"ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ, შესყიდვების განხორციელების პროცესში ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა. სატენდერო კომისიამ მიმწოდებლების შერჩევა-შეფასების ეტაპზე პრეტენდენტს არ გადაუწია ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურების მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტის ვადა და მიანიჭა დისკვალიფიკაცია. შედეგად, მუნიციპალიტეტმა სამუშაოები შეისყიდა 32.0 ათასი ლარით უფრო ძვირად",-აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 127.2 ათასი ლარი გასცა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ჩინეთი საქართველოში ჩინური
მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს.
11:11 / 17.05.2024
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს.
ეროვნული ბანკმა 60 მლნ დოლარი
გაყიდა. ცენტრალური ბანკის განცხადებით, გადაწყვეტილება ბოლო დღეებში
სავალუტო ბაზარზე „განვითარებული აჟიოტაჟური პროცესების“ გამო მიიღეს,
რასაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიც.
14:50 / 16.05.2024
ეროვნული ბანკმა 60 მლნ დოლარი გაყიდა. ცენტრალური ბანკის განცხადებით, გადაწყვეტილება ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე „განვითარებული აჟიოტაჟური პროცესების“ გამო მიიღეს, რასაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიც.
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე
12:20 საათისთვის ერთი დოლარი 2.6750 ლარად ივაჭრება.
12:03 / 10.05.2024
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:20 საათისთვის ერთი დოლარი 2.6750 ლარად ივაჭრება.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
2.6797 ლარი გახდა.
16:59 / 08.05.2024
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6797 ლარი გახდა.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით
მოქალაქეების ნაწილმა მზადება უკვე დაიწყო. სააღდგომო სუფრის ძირითადი
ატრიბუტები: პასკა, კვერცხი და ჯეჯილი მარკეტებსა და ბაზრებში დიდი
ხანია გამოჩნდა.
10:30 / 30.04.2024
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეების ნაწილმა მზადება უკვე დაიწყო. სააღდგომო სუფრის ძირითადი ატრიბუტები: პასკა, კვერცხი და ჯეჯილი მარკეტებსა და ბაზრებში დიდი ხანია გამოჩნდა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.