ჯანდაცვა
აშშ-მ 3 მლნ. დოლარი გამოყო საქართველოსთვის COVID 19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დამატებით 3 მილიონი დოლარი გამოყო საქართველოსთვის COVID 19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად. ამის შესახებ საქართველში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ელჩის განცხადებით, აშშ აგრძელებს საქართველოში ჯანდაცვის სექტორის დახმარებას.
„მოხარული ვარ, გაცნობოთ დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარების შესახებ, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოყო საქართველოსთვის COVID 19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად. იანვრის თვიდან ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ეხმარება საქართველოს პანდემიისთვის მომზადებასა და მასზე რეაგირებაში. ერთობლივად განხორციელებულ აქტივობებს შორისაა, ჯანდაცვის მუშაკთა ტრენინგი შემდეგ საკითხებზე: პერსონალური დამცავი აღჭურვილობის სათანადო გამოყენება, ინფექციის პრევენცია და კონტროლი, COVID 19-ზე საეჭვო შემთხვევების კონტაქტების კვლევა, ტექნიკური დახმარება პაციენტთა მართვის და ნაკადების სისტემების კუთხით სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად; საველე ეპიდემიოლოგების ტრენინგი და მათი სათანადო უნარებით აღჭურვა COVID 19-ზე მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ინტერპრეტაციის კუთხით.
სამი მილიონი დოლარის ახალი დაფინანსება გააძლიერებს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოს პარტნიორობას, რომელიც 10 წელზე მეტ ხანს ითვლის და მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებებს, როგორებიცაა: C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა, საველე ეპიდემიოლოგია და ლაბორატორიული ტრენინგ პროგრამა. რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტებისა და ლაბორატორიების კონტროლს საქართველოს მასშტაბით. თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი, გთხოვთ, ეწვიოთ ამერიკის დაავადებთა კონტროლის ცენტრის ვებგვერდს - www.cdc.gov/covid19 . კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით დღეს და მადლობა ამ ვირუსთან ბრძოლაში თქვენი წვლილისთვის. ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, თუმცა ცხადია, წინსვლა სახეზეა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის
თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან
დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური
დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად
დაფინანსდება.
10:42 / 18.04.2024
ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.
ჯანდაცვის სამინისტროს
გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში
-ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან
დაკავშირებული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე
პაციენტებისთვისაა საჭირო სრულად დაფინანსდება.
13:15 / 06.04.2024
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში -ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო სრულად დაფინანსდება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი
სოციალური პროგრამების ფარგლებში, მარტის თვეში 1 068 ბენეფიციარს 326
551ლარის დახმარება გაეწია.
16:58 / 02.04.2024
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, მარტის თვეში 1 068 ბენეფიციარს 326 551ლარის დახმარება გაეწია.
ჯანდაცვის სამინისტრომ რეფენტული
ფასი, დამატებით 2000-ზე მეტ მედიკამენტზე დააწესა.
13:38 / 10.03.2024
ჯანდაცვის სამინისტრომ რეფენტული ფასი, დამატებით 2000-ზე მეტ მედიკამენტზე დააწესა.
ჯანდაცვის სამინისტრო, ჰოსპიტალური
მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს.
14:21 / 20.02.2024
ჯანდაცვის სამინისტრო, ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.