ახალი ამბები
ჯანდაცვის სამინისტრო, ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს
ჯანდაცვის სამინისტრო, ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს. ცვლილების მიზანი, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ხარისხის შეფასებისთვის, სხვა ინდიკატორებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება რეჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლებიც.

ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს. პროცესში გათვალისწინებული იქნება ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, სქესი, თანმხლები დაავადებები და ა.შ.

შეფასების ინდიკატორების ნუსხას ჯანდაცვის სამინისტრო მარტის ბოლოს გამოაქვეყნებს, სადაც განსაზღვრული იქნება მეთოდოლოგია, დათვლის წესი და წყაროები. სამუშაო პროცესში სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

აღნიშნული ინსტრუმენტი, შემდგომ ეტაპზე, გამოყენებული იქნება, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკების სელექციური კონტრაქტირებისთვის.

ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორების განსაზღვრას, დანერგვას, მონაცემთა შეგროვებას, ანალიზსა და გამოყენებას სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და გადაწყვეტილებების მიღებისათვის, საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.