21 მარტიდან საქართველო საჰაერო მიმოსვლას სრულად შეწყვეტს
საქართველო ხვალიდან, 21 მარტიდან, საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს.
განცხადება ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა
მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე გააკეთა.
„ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და
განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებიც არის წარმოებული
საქართველოს ავიახაზების მიერ, მთავრობასთან
კოორდინაციით“ - განაცხადა ჩიქოვანმა.