"მე კი გადავწყვიტე დავტოვო მიხეილ სააკაშვილი და ვცადო დავუმტკიცო
საკუთარ თავს, რომ მის გარეშეც შემიძლია ვებრძოლო ჩემი ქვეყნის
მტრებს. იმედს ვიტოვებ დადგება კვლავაც გაერთიანების დრო."
ამ სტატუსს ტარიელ ლონდარიძე სოციალური ქსელით ავრცელებს,
ლონდარიძე წერს - "
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ენმ-ში
მიმდინარე დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილის როლია , რომელმაც ვერ
შეძლო პარტიაში დაპირისპირების განმუხტვა და გამაერთიანებელი ლიდერის
როლის შესრულება, რაც პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. დრო
გაივლის, ვნებათაღელვა ჩაცხრება, ცივ გონებაზე თითოეული დაფიქრდება და
დასკვნებს გამოიტანს, მე კი გადავწყვიტე დავტოვო მიხეილ სააკაშვილი და
ვცადო დავუმტკიცო საკუთარ თავს, რომ მის გარეშეც შემიძლია ვებრძოლო
ჩემი ქვეყნის მტრებს. იმედს ვიტოვებ დადგება კვლავაც გაერთიანების
დრო. ყველას დიდი მადლობა, მიუხედავად ჩვენი პოზიციებისა ყველანი
მიყვარხართ და დიდ პატივს გცემთ. საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში
გისურვებთ გამარჯვებას, თქვენ ფრონტის ერთი ფლანგიდან და ჩვენ მეორე
ფლანგიდან"
ტარიელ ლონდარძე 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში,
ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქში დეპუტატობისთვის "ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის" სახელით იბრძოდა. xxx hot movies