ვეტო "კარვების" კანონპროექტს და მოქალაქეობის შეწყვეტა ფარცხალაძეს - პრეზიდენტის გადაწყვეტილება
საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს
ოთარ ფარცხალაძეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს
მოქალაქეობა შეუწყვიტა.
„საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის
პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის
საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას", -
ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "პრეზიდენტმა ვეტო დაადო
,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ
ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს"