პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლო დღეს გამოაცხადებს
საკონსტიტუციო სასამართლო
პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს
გამოაცხადებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ "ქართული ოცნების" ავტორობით მომზადებული
წარდგინება ოქტომბრის დასაწყისში განიხილა. განხილვა 3 დღის
განმავლობაში მიმდინარეობდა.
მმართველ პარტიას, რომელიც პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში
ადანაშაულებს, სხდომებზე უმრავლესობის 4 დეპუტატი, მათ შორის "ქართული
ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარმოადგენდა, პრეზიდენტის
წარმომადგენლები კი იურისტები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი
იყვნენ. თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი სასამართლო განხილვებს არ
დასწრებია.
"ქართული ოცნება" პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში, ევროპაში
მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ვიზიტების გამო
ედავება.