ახალი ამბები
“საქართველო და დასავლური სანქციები რუსეთს” - GMC-მა ახალი კვლევა გამოაქვეყნა
მმართველობის მონიტორინგის ცენტრმა, ახალი კვლევა წარადგინა, რომლის მიზანი იყო გამოეკვლია, თუ რა როლი აქვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულისანქციების რეჟიმში. კვლევაში წარმოდგენილია, თუ კონკრეტულად რას მოიცავს დასავლური სანქციები და რაში მდგომარეობს რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვები. ამასთანავე, კვლევა მიმოიხილავს საქართველოს მთავრობის საჯარო პოზიციას სანქციებთან დაკავშირებით და დარგობრივად აანალიზებს, თუ რა სახის სანქციებს მიუერთდა ან არ მიუერთდა საქართველო. ბოლოს კი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში განხილულია, ეხმარება თუ არა საქართველო რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში.



უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მეორე დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ ქვეყანა დასავლურ სანქციებს არ შეუერთდებოდა. საქართველოს მთავრობას ამ პოზიციისთვის არ გადაუხვევია, თუმცა მათი მტკიცებით, უზრუნველყოფენ, რომ რუსეთმა დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლა საქართველოს გავლით ვერ შეძლოს.



საქართველოს რუსეთისთვის სანქციები ნამდვილად არ დაუწესებია. ერთადერთი სფერო, რომელშიც დასავლურ სანქციებს შეუერთდა, ბანკები და ფინანსებია, რადგან საქართველო დასავლური საბანკო სისტემის ნაწილია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო საფინანსო სფეროში დასავლური სანქციების რეჟიმს ავტომატურად ებმის.


კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაღრმავდა ვაჭრობის თვალსაზრისით. რუსეთმა ქართულ რძის პროდუქტების კომპანიებს საექსპორტო შეზღუდვა გაუუქმა. ჯამში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მოცულობა გაზრდილია, თუმცა არა იმდენად, რომ აჩენდეს ეჭვებს რუსეთში საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქციის შესვლისშესახებ.



“მართლაც, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაზრდილია ექსპორტი საქართველოდან რუსეთში, თუმცა არა იმდენად, რამდენადაც საქართველოს სხვა სავაჭრო პარტნიორებთან. თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებთან, თუმცა რამდენადაც არც ისინი და არც საქართველო სანქციებს არ მიერთებიან, ეს სანქციებისთვის გვერდისავლად ვერ ჩაითვლება” - ანტონ კოკაია, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი.


კვლევაში განხილულია ასევე ის შემთხვევაც, როდესაც თბილისის მერიამ რუსულ კომპანია „კამაზს“ 4.5 მილიონ ლარიანი შესყიდვა გაუფორმა. კვლევა ასევე მიმოიხილავს ავტომობილთა ვაჭრობის სფეროს, სადაც დიდი ალბათობით, რუსეთში საქართველოდან მართლაც შედის სანქცირებული დასავლური პროდუქცია. ავტოდილერებს სანქცირებული მანქანები სომხეთ-საქართველოს საზღვარზე და შემდეგ საქართველო-რუსეთის საზღვარზე ისე გადააქვთ, თითქოს ისინი არა გასაყიდი, არამედ კერძო ავტომობილები იყოს. საქართველოს საბაჟო სამსახური კი ადასტურებს, რომ ასეთი შემთხვევები შემსუბუქებულ კონტროლს ექვემდებარება.



“იმისგან დამოუკიდებლად, ეხმარება თუ არა საქართველო რუსეთს დასავლური სანქციების გვერდისავლაში, ფაქტია, რომ დასავლური ეკონომიკისგან გამოთიშვის ფონზე, რუსეთმა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობები გააღრმავა”, - ანტონ კოკაია, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი.



იხილეთ კვლევა: "საქართველო და დასავლური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ"

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს
გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი
კობახიძე იქნება,
12:20 / 21.11.2024
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება,
პარტია „ქართული ოცნება -
დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა
მიმდინარეობს.
10:38 / 21.11.2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.