პრორუსულ ტელევიზიას "ალტ-ინფოს"
ფინანსური პრობლემები აქვს. არხი მაუწყებლობას სავარაუდოდ უახლოეს
დღეებში შეაჩერებს.ინფორმაციას ამის შესახებ
"ტვ პირველი" ავრცელებს.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, რეგიონებში იხურება "კონსერვატიული
პარტიის" ოფისებიც. დასაქმებულ ხალხს უთხრეს, რომ ფული არ აქვთ,
ხელფასებს ვერ გადაიხდიან და სახლებში უნდა წავიდნენ.
პრორუსული დაჯგუფება დახმარებას და თანხის ჩარიცხვას საზოგადოებას
სთხოვს.
"ალტ-ინფოს" რესურსი ფაქტობრივად არ აქვს. (დახურვის)
საშიშროება ყოველთვის არის, ამ ლიბერალური დიქტატურის ხელში
ყველაფერია შესაძებელი. ამ წუთის მდგომარეობით, ხელფასების პრობლემა
შემდეგი თვიდან პრობლემა გახდება, მაგრამ დღის ბოლოს და ხვალ, მე
ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ პრობლემას გადავჭრით.
პოლიტიკურ საკითხებთან ერთად გვქონდა რიგ ბიზნესმენებთან შეხვედრა,
რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს "ალტ-ინფოს" და ვიმედოვნებ, რომ
უახლოეს დღეებში მათთან და ხალხთან ერთად გამოვასწორებთ. საუბარია
ქართველ ბიზნესმენებზე, რომლებიც რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში
მოღვაწეობენ" - აცხადებს კოკა მორგოშია.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს
პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ
დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.