ახალი ამბები
პარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის განხილვას იწყებს
რეზოლუციის პროექტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს 11 მარტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი წარუდგენს.

13-პუნქტისგან შემდგარ პროექტში გამოხატულია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი პარლამენტის მოწოდება, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.

პროექტის ინიციატორები არიან "ქართული ოცნების" დეპუტატები: მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, ნიკოლოზ სამხარაძე, თამარ ტალიაშვილი, გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი, ირაკლი კობახიძე, სოზარ სუბარი და მამუკა მდინარაძე.



რეზოლუციის პროექტი ასეთია :


"საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ

1.ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, მათ შორის, "საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ" 2013 წლის 7 მარტის, "საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ" 2016 წლის 29 დეკემბრისა და 2020 წლის 29 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის რეზოლუციებს;

2.ხელმძღვანელობს რა საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი ნებით, ისტორიული არჩევანით, რომელიც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში და გულისხმობს "ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად" ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას;

3.ითვალისწინებს რა საქართველოს მოქალაქეთა სწრაფვას, საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი და ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი;

4.აცხადებს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია;

5.მიესალმება 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების შედეგად, საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების განხორციელების მნიშვნელოვან პროგრესს და აღნიშნავს, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და დემოკრატიის საყრდენად რეგიონში;

6.აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულება მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტით ქვეყანაში კეთილდღეობის ზრდისა და სტაბილურობის განმტკიცების, ასევე, ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მნიშვნელოვანი საფუძველია;

7.მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის;

8.მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, აქტიურად ჩაერთოს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად იმ პროექტების განხორციელებაში, რომლებიც საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, გააღრმავებს სატრანსპორტო კავშირებს საქართველოსა და ევროკავშირს, ასევე საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის, მათ შორის შავი ზღვის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების გზით;

9.მიესალმება რა 2017 წელს ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედებასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში ვიზის გარეშე გადაადგილების შესაძლებლობის მიღებას, მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ისე ევროკავშირის/შენგენის სივრცის წევრ სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების ხელშეწყობის მიზნით;

10.მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ევროკავშირს, ხელი შეუწყონ საქართველოს მონაწილეობის გაზრდას ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში, ასევე დაჩქარებული წესით საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში;

11.მოუწოდებს ევროკავშირს, მაღალ დონეზე ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, ასევე საქართველოსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში და გააძლიეროს ძალისხმევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის სრულფასოვნად შესასრულებლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის მიზნით;

12.მოუწოდებს ევროკავშირს, უზრუნველყოს 2020 წლის 7 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის ევროკავშირის გლობალური სანქციების რეჟიმის შემოღების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებში პასუხისმგებელ პირებზე გავრცელება, რათა შეწყდეს ადამიანის უფლებათა დარღვევები და უკანონო დაკავებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე;

13.მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, „ევროკავშირის ხელშეკრულების“ 49-ე მუხლის საფუძველზე ევროპული პერსპექტივის შესაბამისად, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად".
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
18:55 / 23.11.2024
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის) საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა გააცნეს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური
პარტია პარლამენტში არ შევა.
15:39 / 23.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შევა.
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს
პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ
დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
13:16 / 23.11.2024
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.