პოლიტიკა
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, 5 მარტს სალომე ზურაბიშვილს პარლამენტი არ მოუსმენს
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტი 5 მარტს არ მოუსმენს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც წლიურ მოხსენებასთან ერთად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სურდა საუბარი. გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რასაც არ ეთანხმებოდა ოპოზიცია.

"პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში არ არის ისეთი საჩქარო თემა... გარდა იმისა, რომ კვორუმის პრობლემებია ამ შაბათ დღეს, კომიტეტების ხელმძღვანელები, დეპუტატები არიან მივლინებებში, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, [რომლებიც] რელევანტური არიან იმ თემებთან დაკავშირებით, რაც თქვენ ბრძანეთ. ამ მოცემულობაში ასე ნაჩქარევად, მოუმზადებლად ამ საკითხის გადაწყვეტა და ხვალ ჩატარება არ მგონია სწორი", - უთხრა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ფრაქცია "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

როგორც პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსნება 9 აპრილს იყო დაგეგმილი. თუმცა ბიუროს სხდომაზევე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა თქვა, რომ 9 აპრილი შეთანხმება არ ყოფილა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს უკრაინაში რუსეთის ომის გამო შექმნილი ვითარებისა და მისი ევროპაში გამართული შეხვედრების შემდეგ,მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე სურს, რომ მისი მოსმენა სწორედ 5 მარტს გაიმართოს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აცნობა პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგეს 2022 წლის 5 მარტს.

განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

"რაც თქვენ თქვით, ბატონო მამუკა, მე ვამბობ პირიქით. საქართველოს პრეზიდენტის მოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ გუშინ შევიტანეთ ევროინტეგრაციაზე განაცხადი დაჩქარებულად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დაკმაყოფილდეს ეს მოთხოვნა... მე ვფიქრობ, რომ ჩვენ და თქვენ ვამაყობთ, რომ შევიტანეთ განაცხადი და ამ დროს პრეზიდენტი [მსოფლიო ლიდერებთან] კონსულტაციების შემდეგ ბრუნდება და მას ჰქონდა საუბარი პარტნიორებთან, მიკვირს, რატომ შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც [წლიურ] ანგარიშად. მე მაინტერესებს რა უთხრეს ქვეყნის პრეზიდენტს პარტნიორებმა", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

"ახლა სწორედ ეს დროა, რომ მოვუსმინოთ სახელმწიფოს მეთაურს და რასაც ის ჩათვლის სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხად, ის გაჟღერდეს პარლამენტის ტრიბუნიდან, რადგან ეს არის ხალხის ტრიბუნა. სიმბოლიზმებს აქვს თავისი მნიშვნელობა პოლიტიკაში... პრეზიდენტი თავად განსაზღვრავს, იქნება ეს გასულ წელზე თუ მომავალზე", - თქვა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტი გეგმავს 15 მარტის სხდომაზე მოხსენებით წარდგენა შესთავაზოს პრეზიდენტს.

საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს. პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს ისმენს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ამ დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა. საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები. თავდაპირველად გამოდიან ყველაზე მცირერიცხოვანი ფრაქციების თავმჯდომარეები, ხოლო ბოლოს − ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქციების თავმჯდომარეები.

ფრაქციის თავმჯდომარის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ პლენარული სხდომა იხურება.




Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
18:55 / 23.11.2024
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის) საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა გააცნეს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური
პარტია პარლამენტში არ შევა.
15:39 / 23.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შევა.
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს
პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ
დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
13:16 / 23.11.2024
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს
გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი
კობახიძე იქნება,
12:20 / 21.11.2024
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება,
პარტია „ქართული ოცნება -
დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა
მიმდინარეობს.
10:38 / 21.11.2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.