131 576 ლარი - სოციალური პროგრამებისათვის
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ,
სოციალური პროგრამების ფარგლებში, ივნისის თვეში 131 576 ლარის
დაფინანსება გასცა. აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 393
ბენეფიციარს გაუწია.
68 767 ლარი, 109 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო.
მედიკამენტების შესაძენად 62 ბენეფიციარი 12 124 ლარით
დაფინანსდა.
ონკოლოგიური დაავადებების მქონე 20 პაციენტი 17 857 ლარით
დაფინანსდა.
სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს მრავალშვილიანმა
ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა და
სხვა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 20-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება.
პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად
დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი
მხარდაჭერა.