რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ, მესამე მსოფლიო ომის დაწყების
შემთხვევაში, გამოყენებული იქნება ბირთვული იარაღი და ის იქნება
გამანადგურებელი, იტყობინება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო
სააგენტო РИА Новости.
უკრაინის ქალაქ ხერსონის მერის იგორ
კოლიხაევის განცხადებით, რუსულმა ძალებმა წუხელ ქალაქის რკინიგზის
სადგური და პორტი დაიკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს
შორის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი 2 მარტისთვის არის დაგეგმილი.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრის შენობაზე უკრაინის და
საქართველოს დროშები გადმოფინეს.
სამედიცინო ცენტრი ამ ფორმით აპროტესტებს უკრაინაში მიმდინარე
მოვლენებს, და სოლიდარობას უცხადებს მას.
უკრაინის შეიარაღებული ძალები
ევროკავშირის დახმარების ფარგლებში 70 სამხედრო თვითმფრინავს მიიღებს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აქვეყნებს.
უკრაინელი მესაზღვრეები, რომლებიც
რუს ოკუპანტებს კუნძულ ზმეინიზე ებრძოდნენ, ცოცხლები არიან, თუმცა
ტყვეობაში იმყოფებიან. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების
სამხედრო საზღვაო ძალები ავრცელებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.