"ხერსონი ოკუპირებულია, მიმდინარეობს ბრძოლები" - ხერსონის მერი
უკრაინის ქალაქ ხერსონის მერის იგორ
კოლიხაევის განცხადებით, რუსულმა ძალებმა წუხელ ქალაქის რკინიგზის
სადგური და პორტი დაიკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენი ქალაქი ოკუპირებულია, ბრძოლები მიმდინარეობს,“- განაცხადა
მერმა. მისი თქმით, დაღუპული ბევრია და მათ შორის არიან როგორც
ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.