ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდის საქმეში საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინასარიძე და ბროკერი, მეტსახელად, "ლევანი მონაწილეობდნენ.
რუსული მხარის ვერსიით, 8 ოქტომბერს, გამთენიისას ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, რის შემდეგაც გამვლელი მატარებლის საწვავის შვიდ ავზს ცეცხლი გაუჩნდა.
რუსეთის უშიშროების თანახმად, "ბულგარეთიდან საქართველოში, ფოთის პორტში, შემდეგ კი, სომხეთში ტვირთის გადაგზავნის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ უკრაინის მოქალაქეები, 1975 წელს დაბადებული მიხაილ ცურკალო, 1979 წელს დაბადებული დენის კოვაჩი, 1971 წელს დაბადებული რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინოსარიძე და ბროკერი, სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული არტურ ტერჩანიანი"