გერმანია უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების დამატებით სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის
გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის
ინფორმაციით, გერმანია უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების
დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
- ამის შესახებ მან სააგენტო
„ფრანს-პრესს“ განუცხადა.
„აღჭურვილობა მოიცავს სამ IRIS-T ტიპის საზენიტო სისტემას,
ჯავშანტექნიკის სარემონტო და აღდგენის ათამდე მანქანას, 20 სარაკეტო
გამშვებს, რომლებიც დამონტაჟებულია პიკაპებზე, ზუსტი საბრძოლო
მასალისა და დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობას", -
განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, დახმარების უმეტესი ნაწილის მიწოდება 2023 წელს
განხორციელდება.