„უკრაინის დროშა იქნება ჩვენს ყველა ქალაქში და სოფელში“-ვოლოდიმირ ზელენსკი
"დღეის მდგომარეობით,
ოკუპანტებისგან 1028 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. კიდევ 2621 ჯერ
კიდევ დამპყრობლების კონტროლის ქვეშ იმყოფება და ჩვენ უნდა
შევინარჩუნოთ
საინფორმაციო კომუნიკაცია
ყველა მათგანთან - ყველასთან, სადაც ხალხია", - ამის შესახებ
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხალხის
ემოციური მხარდაჭერა და ინფორმაციის მიწოდება.
"ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ, ვარღვევთ ოკუპანტების მარაგს,
ვავლენთ და ვანეიტრალებთ მოკავშირეებს. პერსპექტივა აშკარაა: უკრაინის
დროშა იქნება ჩვენს ყველა ქალაქში და სოფელში. ერთადერთი კითხვა არის
დრო და სანამ ეს დრო გრძელდება, სანამ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია
გაანადგუროს სიცოცხლე უკრაინაში, როგორც ეს გააკეთა დღეს ნიკოპოლში,
ტორეცკში, ხარკოვის ოლქის ქალაქებში, არ დაგავიწყდეთ ინფორმაციის
მიწოდება და ემოციური მხარდაჭერა ჩვენი ხალხისთვის, ოკუპირებულ
ტერიტორიებზე. უამბეთ მათ უკრაინის შესახებ. თავის მხრივ, სახელმწიფო
აკეთებს ამას. მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი საზოგადოების მთელი
საინფორმაციო ძალა", - განაცხადა ზელენსკიმ.