რუსეთი აგრძელებს უკრაინის დაბომბვას
რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი
კასეტური ჭურვებით დაბომბეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი
დაიღუპა,
- უკრაინული მედიის ცნობით, ამის
შესახებ ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა,
ვადიმ ლიახმა განაცხადა.
მისი თქმით, დაშავებულია კიდევ 7 მშვიდობიანი მოქალაქე. მან ქალაქის
მოსახლეობას მოუწოდა, მოერიდონ ქუჩებში გამოსვლასა და თავშეყრას.
რუსულმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი დაბომბეს და საჰაერო დარტყმა
მიაყენეს, რის შედეგადაც მინიმუმ 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
(11 წლის), დაშავდა, - ამის შესახებ დონეცკის ოლქის სამხედრო
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო იუწყება.
ცნობილია, რომ 1-ელი ივლისის ღამეს რუსული არმია ოდესის ოლქის,
ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონის სოფელ სერგეევკას დაესხა თავს.
რაკეტები ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და რეკრეაციულ ცენტრს
მოხვდა. დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.