რუსული არმიის დანაკარგი ომის დაწყებიდან დღემდე
უკრაინის შეიარაღებული ძალების
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში,
უკრაინაში კიდევ 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს და ჯამში, მოკლული რუსი
ჯარისკაცების რიცხვმა 33 350 -ს მიაღწია.
„მტრის საერთო დანაკარგები მოიცავს: 1 465 ტანკს, 3 573
ჯავშანმანქანას, 739 საარტილერიო სისტემას, 99 საჰაერო თავდაცვის
სისტემას, 216 თვითმფრინავს, 180 ვერტმფრენს, 2496 ერთეულ
საავტომობილო ტექნიკასა და საწვავის ავზს, 14 გემს/კატერს, 594
უპილოტო საფრენ აპარატს, 55 ერთეულ სპეცტექნიკას“, - აცხადებენ
უკრაინის გენშტაბში.