რუსული არმიის დანაკარგი ომის დაწყებიდან დღემდე
უკრაინის შეიარაღებული ძალების
გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ 150
რუსი ჯარისკაცი მოკლეს და ომის დაწყების შემდეგ ლიკვიდირებული
ოკუპანტების რაოდენობა, დაახლოებით 32 050 -ს შეადგენს.
მათივე ცნობით, 24 თებერვლიდან, შეიარაღებულმა ძალებმა ასევე
გაანადგურეს 1419 ტანკი, 3466 ჯავშანტექნიკა, 712 საარტილერიო
სისტემა, 222 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა, 97 საჰაერო
თავდაცვის სისტემა, 212 საბრძოლო თვითმფრინავი, 178 ვერტმფრენი, 579
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 125 ფრთოსანი
რაკეტა, 13 გემი/კატერი, 2448 სხვადასხვა საავტომობილო ტექნიკა და
ტანკერი, 54 ერთეული სპეციალური ტექნიკა.