უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 229 ბავშვი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი
შეჭრის შემდეგ 229 ბავშვი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის
გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 421
ბავშვია დაშავებული.
ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში, რომელთა რაოდენობა 140-ს
შეადგენს. კიევის ოლქში-116, ხარკოვის ოლქში -100, ჩერნიგოვის ოლქში
-68, ხერსონის ოლქში -48, ლუგანსკის ოლქში -45, ნიკოლაევის ოლქში -44,
ზაპოროჟიეს ოლქში -28, სუმის ოლქში -17, დედაქალაქ კიევში -16 და
ჟიტომირში -15.