რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 223 ბავშვი მოკლეს
რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის
დაწყების დღიდან 223 ბავშვი მოკლეს, - ინფორმაციას უკრაინის
გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბავშვებს შორის ყველაზე მეტი მსხვერპლი დონეცკის,
კიევისა და ხარკოვის რაიონებშია.
„ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 223 ბავშვი და დაშავდა 410-ზე მეტი.
ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით
ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი
მოქმედებების ადგილებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.