რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ქვეყანაში უკვე 219 ბავშვია დაღუპული
რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად
ქვეყანაში უკვე 219 ბავშვია დაღუპული, 404-ზე მეტი კი დაშავდა.
ინფორმაციას უკრაინის გენერალური
პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 139,
კიევის ოლქში - 115, ხარკოვის ოლქში - 95, ჩერნიგოვის ოლქში - 68,
ხერსონის ოლქში - 44, მიკოლაევის ოლქში - 43, ლუგანსკის ოლქში - 37,
ზაპოროჟიეს ოლქში - 27, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16,
ჟიტომირის ოლქში - 15.